საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული – სტატისტიკა მზარდია

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული – სტატისტიკა მზარდია

საქართველოს სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს , ხოლო ქვეყანაში  რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეულია. სადაზღვევო სექტორის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამედიცინო (ჯანმრთელობის დაზღვევის) მიმართულებით პოლისების რაოდენობა გაიზარდა და 721 247 შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 668 141 იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში – 635 876.

რაც შეეხება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წელს 30 ივნისის მდგომარეობით პოლისების რაოდენობა 121 512 იყო, 2022 წლის პირველ ნახევარში – 108 486, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 98 594.

2023 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპიაის“ (27%) უკავია, მას მოსდევს „იმედი ელი“ 19%-იანი წილით და „არდი“ 16%-ით. საერთო ჯამში ამ მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 279,8 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (25%), „ალდაგს“ (21%) და „ჯიპიაის“ (12%) აქვს. საერთო ჯამში ამ მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის პირველ ნახევარში 102,6 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.

ჯამში, წლის პირველ ორ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მოგება გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…